პროექტის
სახელწოდება: რატომ უნდა ვებრძოლოთ მწვანე საფარის მტრებს?!
პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ ანალიზისა და დასკვნების გაკეთება და მოძებნონ გამოსავალი
პრობლემური ეკოლოგიური მდგომარეობიდან.
პროექტის
აქტუალობა: გარემოზე ზრუნვა ყველა დროის დაუძლეველი პრობლემაა. მწვანე საფარი ჩვენი
ჯანსაღი სუნთქვის გარანტია.
პროექტის
მიზნები: გამოუმუშავდეთ გარემოსადმი მზრუნველობის და სიყვარულის უნარ–ჩვევები. გაუზიარონ
მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვებს და ჩართონ სოფლის მოსახლეობა გარემოს დაცვის
საქმიანობაში.
მონაწილეთა ასაკი: 14 – 15 წელი.
ვადები: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: ბუკლეტების მომზადება თემაზე
,,მწვანე აფთიაქი’’, ,,გადავარჩინოთ გარემო’’.
სკოლის მწვანე საფარის განაშენიანება. საველე ჯგუფის შექმნა სხელწოდებით ,,პატარა სანიტრები’’.
მარტოხელა პენსიონერის კარმიდამოში აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება ამერიკული პეპლის
წინააღმდეგ.
რესურსები: კომპიუტერი, ფოტო აპარატი, დიდი ზომის შავი
პოლიეთილენის პარკები, სანაგვე ყუთი, თაბახის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა პირველი: დაგეგმვა.
შევიკრიბეთ საკლასო ოთახში. გავაცანი მოსწავლეებს სასწავლო
პროექტის დანიშნულება. ვთხოვე თავად შეერჩიათ რაიმე პრობლემური თემა, რომელიც კავშირში
იქნებოდა საგანთან. რამდენიმე თემიდან არჩევანი გააკეთეს ეკოლოგიურ პრობლემაზე. გადავწყვიტეთ
პროექტისთვის რამდენიმე მიმართულება მიგვეცა:
1) პრობლემის აღმოჩენა და შესწავლა.
2) პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზების
ძიება.
3) საუკეთესო გამოსავალი.
შემდეგ პროექტს შეურჩიეს სათაური: ,,რატომ უნდა ვებრძოლოთ
მწვანე საფარის მტრებს’’.
დაფაზე დავწერე კვლევის მიმდინარეობები:
მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად.
პირველ ჯგუფს დაევალა
მოეპოვებინათ ინფორმაცია პოლიეთილენური ნარჩენებით გამოწვეულ შედეგებზე, ინტერნეტით
ეპოვათ ტყის გაჩეხვასა და ხანძარზე სურათები.
მეორე ჯგუფს დაევალათ ინფორმაციისა და სურათების მოძიება
გამონაბოლქვ აირებსა და მტვერზე.
მესამე ჯგუფი გამოიკვლევს ამერიკული თეთრი პეპლის მავნებლობას
მწვანე საფარზე.
მეოთხე ჯგუფი ინტერნეტით მოიძიებს ინფორმაციას მწვანე
აფთიაქზე, გაეცნობიან კარაბადინს.
სამუშაოდ მიეცათ 5 დღე.
აქტივობა 2. ინფორმაციული შედეგების თავმოყრა, ჯგუფებში
გაცნობა და ერთმანეთისთვის გაზიარება.
აქტივობა 3. მომავალი სამუშაო გეგმის შედგენა.
პირველ ჯგუფს დაევალათ ბუკლეტების დაბეჭდვა, სადაც მოკლედ
იქნება აღწერილი, თუ რა გასაჭირი ადგას ჩვენს გარემოს ჩვენივე მიზეზით. ბუკლეტის მეორე
მხარეს დაეკვრება სურათი – პოლიეთილენის შეგროვება, წარწერით: მივბაძოთ!
ამის შემდეგ დაგეგმავენ შაბათობის მოწყობას ალომდებარე
ტერიტორიის ნარჩენებისაგან გასუფთავების მიზნით. მათი მიზანი და მოწოდება იქნება რაც
შეიძლება მეტი ადამიანი ჩააბან ამ საქმეში.
მეორე ჯგუფი შეაგროვებს გზისპირას მოზარდ მცენარეთა
ფოთლებს და შედარებით სუფთა ტერიტორიაზე მოზარდ მცენარეთა ფოთლებს და გასინჯავენ მიკროსკოპში.
მესამე ჯგუფი მოსახლეობაში არიგებს მავნებლის წინააღმდეგ
ბრძოლის ხელმისაწვდომ, ეკოლოგიურად უსაფრთხო, აგროტექნიკური ღონისძიებების ამსახველ
ბუკლეტებს.
აქვე გეგმავენ მარტოხელა პენსიონერის კარმიდამოში შეასრულონ
აგროტექნიკური სამუშაოები ამერიკული პეპლის წინააღმდეგ.
მეოთხე ჯგუფს ევალება მოსახლეობაში ასაკოვანი ადამიანებისაგან
მოიპოვონ ინფორმაცია მწვანე აფთიაქზე.
სამუშაოდ მიეცათ 6 დღე.
აქტივობა 4. შესრულებული სამუშაოს ჯგუფებში გაცნობა
და ანალიზი. კონფერენციის დაგეგმვა თემაზე: ,,რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მწვანე საფარს“.
კონფერენციისათვის მოამზადებენ სლოგანს: მწვანე საფარი ჩვენი ფილტვები და ჩვენი აფთიაქია!
მოსწავლეებს დაევალათ კონფერენციის ორგანიზება.
სამუშაოდ მიეცათ 4 დღე.
აქტივობა 5. კონფერენციის მსვლელობა:
კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები,
სოფლის ხელმძღვანელობა, სოფლის ექიმი, მშობლები.
კონფერენციაზე თემის ირგვლივ ისაუბრეს და შესაბამისი
სლაიდები გაუშვეს მოსწავლეებმა.
კონფერენცია დაასრულეს მორის ფოცხიშვილის ლექსით:
კონფერენცია დაასრულეს მორის ფოცხიშვილის ლექსით:
ქართველი ხარ და შენს მამულს მზის სხივად გადაექარგე.
ქორწინების წინ ხე დარგე, შვილი გეყოლოთ ხე დარგეთ!
ხე დარგე, როცა მოიწყენ, როცა მოილხენ, ხე დარგე.
ლელოს გაიტან, ხე დარგე, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე
დარგე
თუ ვერ დასწერე, რა უშვს, ნურც რას იდარდებ მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლიათ, თქვენც ადექით და ხე დარგეთ!
ამ ლექსით ინტერესი და გამოწვევა მოახდინეს მსმენელზე.
იქვე დაიგეგმა სკოლის ახალი ნერგებით და ყვავილებით განაშენიანება.
აქტივობა 6. სკოლის მწვანე საფარის გაწმენდა, გაახლება
და მოვლა.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. კავშირი: გეოგრაფია/ბიოლოგიასთან.
ბიოლოგია
კვლ.X.2.მოსწავლეს
შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გეგმავს და ატარებს
საკონტროლო ცდას;
კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს,
გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი
მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც
მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მსჯელობს გარემოსათვის მწვანე მცენარის მნიშვნელობაზე;
ქიმია
ქიმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება
და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით
შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესწავლის და
კონტროლის მეთოდებს, გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე;
პროექტის ხელმძღვანელი: გუგული ცერცვაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cercvadzeguguli@gmail.com